1
8 დეკემბერს, კამპანიის #კაცებიზრუნავენ სახელით, #გიორგიკეკელიძე – მ სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. სპეციალურად ბავშვებისთვის გიორგი კეკელიძემ თავისი ახალი წიგნი #თომასზღაპრები წაიკითხა. ღონისძიების მონაწილეებს წიგნები საჩუქრად გადაეცათ. ღონისძიება გლობალური კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ნაწილია, კამპანია ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანია “კაცები ზრუნავენ” საქართველოში 2016 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით დაიწყო.