ეკვილიბრიუმი ,,ხელი-ხელს”- ის სპეციალურ სახლებში

29.05.2019

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი და სასტუმრო ბილტმორის წარმომადგენლები დღეს გურჯაანს ვესტუმრეთ. #აჩუქეწიგნი ს ფარგლებში მოგროვებული წიგნები ჩავიტანეთ. ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ორგნიზაცია ,,ხელი ხელს” – მარტო გურჯაანში მათ სამი სახლი აქვთ 18 წელს ზემოთ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. დღეს ამ სახლებში მცხოვრებ არაჩვეულებრივ და წიგნის მოყვარულ ადამიანებს პატარა ბიბლიოთეკები მოვუწყვეთ.
დაგვეხმარნენ გამომცემლობები : ინტელექტი, დიოგენე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა და პალიტა L.
ეკვილიბრიუმი მხარდამჭერია კომპანია #გალფი
p.s. კიდევ ერთი ისტორიული ამბავი ის იყო, რომ გურჯაანში თვით თელაველი მწერალი ტორესა მოსი ვიახლეთ:)
#ეროვნულიბიბლიოთეკა #ხელიხელს #გიორგიკეკელიძე ##giorgikekelidze