წიგნის ჩუქები დღე

23.04.2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიხარია – დღეს წიგნი ქვეყანაში მთავარი თემა იყო. თუ ძიებაში ჩაწერთ #აჩუქეწიგნი, აჩუქე წიგნი ან წიგნის ჩუქების დღე – უამრავ სურათს თუ გზავნილს დაინახავთ ყველა კუთხიდან. ამაზე ხვალ..
ჩემთვის კი მართლა საუკუნეზე გრძელი დღე გამოდგა. დილით გალფთან თანამშრომლობით მაღალმთიან აჭარაში წიგნებით დატვირთული მინი-ბუსები გავამგზავრეთ. მერე psp-სთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელიც ქართული დიასპორის წიგნებით მომარაგებას ისახავს მიზნად, მერე ჯარისკაცებთან ერთად უნივერსტიტეტის წინ წიგნები დავარიგეთ, შემდეგ ბავშვთა ჰოსპისს და გლდანის ციხეს ვსტუმრობდით, შემდეგ ,,თბილისი მოლში” მომავლის სახლის შემდეგ იყო ლექცია მოსწვალეთა სასახლის ეზოში, ,,წიგნიერის” დაჯილდოება ბიბლიოთეკაში, სტუმრობა ბილტმორის გამოფენაზე, სადაც რეგიონებისთვის წიგნებს აგროვებდნენ და დღის შეჯამება ბიბლუსში. გარდა მსხვილი თუ მცირე ბიზნესებისა, სამინისტროებისა და საზოგადოებრივი ჯგუფებისა, ამ დღეს შემოურთდა ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის, უკრაინის საელჩოები.
მოკლედ დიდი დღე იყო. მრავალმხრივ.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #აჩუქეწიგნი #ეროვნულიბიბლიოთეკა