ანდრო ბედუკაძის სახლი-ბიბლიოთეკა

09.01.2025
ანდრო ბედუკაძე – სახლი-ბიბლიოთეკა. დღეს. მუხათგვერდი. წიგნები ორ სართულად.
ის ჩემი მეზობელია და მეგობარია და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება – ის პირველი ელჩი 2025 წელს. საოცარი კაცი, რომელის სახლის ყველა ოთახი, ოთახი და არა კარადები – წიგნებითაა სავსე. ორმოცდაათიათასზე მეტი გამოცემა.
საერთოდ კი, არის ფიქრი და მგონია, რომ აუცილებელი ფიქრი – მუხათგვერდში აიგოს სწორედ ამ ფონდზე დაფუძნებით ღია, საჯარო ბიბლიოთეკა. ეს სოფელი, როგორც ხიდი, თბილისსა და მცხეთას შორის და თვითონ ბატონი ანდრო, ამ საქმის აღსრულებას აუცილებლად იმსახურებს.