2024 წლის შეჯამება

31.12.2024
ჩემი წლევანდელი წელი უკიდურესად მოკლედ:
დასაწყისშივე დავემშვიდობე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia – ს.
ორიოდ დღეში შევუერთდი Biblusi • ბიბლუსი – ის გუნდს. ჩამოვაყალიბეთ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება და მას ვუძღვები. უამრავ სოფელს და ქალაქს ვეწვიეთ, მათ შორის საზღვარგარეთ – წიგნებით, ცხადია.
გავხდი სახლი/Sakhli – ის მენეჯერიც.
European School – ევროპული სკოლა – შაბათის სკოლის მენეჯერი.
გამოვეცი ორი წიგნი – #წერილებიჩემიბავშვობიდან და #დედაილია . ორივე ნაციონალური ბესტსელერია. უკანასკნელს მალე მსოფლიოს უდიდესი ესპანურენოვანი ჰოლდინგი გამოსცემს. ვწერ კიდევ სამს.
ვიღრძე ფეხი, მენტალური ჯანმრთელობა კი – პირიქით.
დავქორწინდი Mariam Soselia – ზე და ველოდებით გოგოს.