შეხვედრა ბაღდათელ მკითხველთან კაფე ,,გლიცინიაში”
25.08.2024
დაუნდობელი წვიმის თანხლებით ბაღდათელ მკითხველს შევხვდი. შევხვდი მათ სრულიად ფანტასტიკურ კაფე ,,გლიცინიაში”, რომელიც მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მასწავლებელმა ნათია ფურცელაძემ და მისმა მეუღლემ, ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ შექმნეს.