წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქალაქ ვროცლავში, პირველი ქართული ბიბლიოთეკა გახსნა
24.06.2024
დიდი მადლობა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს პოლონეთში ; გიორგი გეთიას და სოფიკო ჯანჯღავას.
დიდი მადლობა საქართველოს საპატიო კონსულს ქალაქ ვროცლავში; ვოიჩეხ ვრობელს.
Konsulat Honorowy Gruzji we Wrocławiu
EVS Wroclaw possibilities know no borders
2024 წლის იანვარში Biblusi • ბიბლუსი -მა და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება”. საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.