წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება ლიმენაში
15.06.2024
დღეს ფოთში ჩავედით და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება და
Limena • ლიმენა დამეგობრდნენ. იქ პატარა სამკითხველო მოვაწყვეთ. ამ ფატასტიკურ ქალაქში ელისო ჯანაშიას შესანიშნავი ინიციატივა – სოციალური საწარმოს კაფე – რამდენიმე თვეა, რაც გაიხსნა და ვფიქრობთ, არამხოლოდ სასურველი, აუცილებელი ადგილია ფოთელებისთვის და შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება ამ სივრცეს.
დღესვე შეკრებილ საზოგადოებას ლექცია გიორგი კეკელიძემ ლექცია წაუკითხა – ,,ყოფა და მეხსიერება – სიკვდილის გაუქმება”
ანტონიონი, ჰომეროსი, ელიასი, ნეტარი ავგუსტინე, პავლე მოციქული, პრუსტი, ნორშტეინი, სერვე, ვაჟა-ფშაველა, კრის უეჯი და ასეთი ამბები. მოკლედ, საინტერესო დღე გამოდგა.
2024 წლის იანვარში
Biblusi • ბიბლუსი – მა და
გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze – მ ერთობლივად დააფუძნეს “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება”. საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.