2019 წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში როცა ვმუშაობდი, კომპანია
Biblusi • ბიბლუსი – სთან ერთად გადავწყვიტეთ ერთი კარგი ესპანური ტრადიცია ქართულადაც გვექცია და 23 აპრილს
#აჩუქეწიგნი – ს პირველი კამპანია მოვაწყვეთ. მასე მერე სულ სხვადასხვაგვარი ქარიშხალია ქვეყანაში, თუმცა წელს მაინც სხვა, უფრო ფართო გამოწვევა მოვსინჯეთ და სულაც წიგნის ჩუქების თვე შევთავაზეთ მკითხველს. დღეს, ამ თვის ერთგვარი მწვერვალი იყო და განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოს თითქმის ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი ჩაერთო ამ აქციაში.