შეხვედრა 157-ე სკოლის მოსწავლეებთან
18.04.2024
ჩემი ბრძოლა ცოდნის გავრცელებაა. თუმცა ვცდილობ, ამ რთული საქმის პარალელურად, მოქალაქედ ყოფნის ვალდებულებაც მახსოვდეს, რადგან ეს ორი, ,,რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა”, ერთმანეთს აუცილებელ მოკავშირედ გულისხმობენ.
დღეს 157-ე სკოლის მოსწავლეებს შევხვდი და ლიტერატურაზე ვესაუბრე, ლიტერატურაზე, როგორც ადამიანად ყოფნის მეტასაჭიროებაზე და ფიქრის იძულების ამბავზე.