ჰაგიოგრაფიის სწავლება სკოლაში
16.02.2024
ჩემი აზრით, “შუშანიკის წამება” უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე – ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა. “შუშანიკის წამების” ლიტერატურული სტილი არის მაღალი. თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა, უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციისა და დისკუსიის შესაძლებლობას – შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში. ამ ტიპის ტექსტების სწავლება არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: 1) ისტორიზმის პრინციპი – მოსწავლე იაზრებს იმ მთლიანობას, რა გზაც მხატვრულმა სიტყვამ გაიარა ამ ქვეყანაში. 2) უკვე ნახსენები მხატვრული მასშტაბი – რიგი ეპიზოდები სამივე პოპულარულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტში დადასტურებულად უმაღლესი პილოტაჟი გახლავთ. 3) ენის განცდა – ბუნებრივია, ამ ტიპის ტექსტის სწავლება შესაბამისი და უხვი განმარტებებით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ თუნდაც ფრაგმენტული შეხება მეხუთე საუკუნის ქართულ ენასთან, არა მგონია, მაინცდამაინც მავნებელი, მსუბუქად რომ ვთქვათ.
ცხადია, წლების განმავლობაში სწავლების ფორმა გაუგებარი და შესაცვლელი იყო. არამართებული იყო ზეპირობის ვალდებულებაც და მით უფრო ამის ნიშნებში ასახვა – მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში. ახლა ეს მიდგომები შეიცვალა, თუმცა კიდევ ბევრია სამუშაო.
ვრცელი ინტერვიუ ჰაგიოგრაფიის სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით.