დღეს ხაშურში წიგნიერებაზე ვესაუბრე იქაურ შესანიშნავ მსმენელს. ვილაპარაკე ლიტერატურის დაბადებაზე, ძალაზე, დუმილზე და ხმაურზე, დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე.
გვიმასპინძლა ახალმა საოცარმა სივრცემ – კაფე კოსტავაზე რომელიც ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” პარტნიორი გახდა და ყოველთვიურ ერთობლივ სემინარებს შემოგთავაზებთ სხვადასხვა ავტორთან ერთად.
კაფის დამფუძნებელი თეონა ცხოვრებაძე ჩვენი მოძრაობის მორიგი წარმომადგენელია ხაშურის მუნიციპალიტეტში.