P.S. და ასევე – ვწერ ოთხ წიგნს –
#წერილებიჩემიბავშვობიდან მცდელობაა იმისა, რომ გაცილებით სრულყოფილი
#გურულიდღიუები შეიქმნას და ასევე –
#ობსესიები – პირველ რომანზე მუშაობა დავიწყე. ვწერ ესეების ციკლს მუსიკაზე
#ჩემიმუსიკისგაკვეთილები . ვწერ მორიგ პოეტურ კრებულში
#ძველისიმღერები . იგეგმება წიგნი მიხეილ მესხზე და ოთხმოცდათიანების საფეხბურთო თაობაზე. ვასრულებ მუშაობას ,,ბჰაგავდგიტას” პოეტურ თარგმანზე, პრაბჰუპადასა და ვივეკანანდას კომენტარებით. ასევე მალე გამოვა მცირე ანთოლოგია – ავსტრიელი პოეტები – ჩემეული პოეტური თარგმანებით. ვამუშავებ სამეცნიერო-პოპულარულ მიმართულებას – ,,ფოლკლორის ფსიქოთერაპია” და ამით ვასრულებ ჩემი მასწავლებლის – ზურაბ კიკნაძის ანდერძს. აღვადგინეთ ლეგენდარული
LIB.GE და დავაფუძნეთ lib-აკადემია, რომელიც გულისხმობს პირველ სტრუქტურულ კერძო ონლაინ-სკოლას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ვმუშაობ მასწავლებლად European School – ევროპული სკოლა – და ვწერ სტატიებს ინტერნეტ-გაზეთისთვის
Mastsavlebeli.Ge. სავარაუდოდ გრძელდება ჩემი სატელევიზიო რუბრიკა (მცირე რეორგანიზაციაა) ვკითხულობ საჯარო ლექციებს სკოლებში და უნივერსიტეტებში. ვმუშაობ მოხალისედ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew’s Foundation – ის სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებთან და ასევე ვცდილობ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მოხალისეობასაც – მანდ გაცემული თითო სიტყვა დიდი სიხარულია – პირველ რიგში ჩემთვის. ვუძღვები
#გურულიდღიურებისფონდი – ს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდიას უნიშნავს.