#თომასზღაპრები – წიგნი მეორე
გამოვიდა.
ილუსტრატორი – ნიკოლოზ ლოლაძე.
წინასიტყვაობები – გურამ პეტრიაშვილი და ზაალ ჩხეიძე.
,,საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა”
გამოვიდა პირველი წიგნის ახალი ვერსიაც, რომელიც წლებია ბესტსელერი გახლავთ.
– ტირილი არ შეიძლება! ბიჭი ხარ და ტირი? – დაუყვირა მეზობელმა ავყანყალამ, გამხმარი ფიცრებისგან აწყობილმა კაცმა, ამ ზღაპარზე გრძელი ცხვირით და იმ ცხვირზე გრძელი ენით.
– თუ ცრემლი მაქვს, მაშინ ტირილი რატომ არ შეიძლება? – უპასუხა თომამ.
– ცრემლი მარტო იმიტომ გაქვს – ჩაფიქრდა ავყანყალა, იფიქრა, იფიქრა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიფიქრა, ბევრი ვერაფერი მოიფიქირა და ამოულიღლუღა – იმიტომ, რომ ჩაყლაპო!
– ბებიამ მითხრა, რომ ჩაყლაპული ცრემლი ყველაზე მავნეა ავყანყალა! მუცელი ამტკივდება და შენ ვერ მომარჩენ! – არ ნებდებოდა თომა.
– ბებიაშენმა რა იცის! – დაიყვირა ავყანყალამ – ბებიაშენიც გოგოების გუნდიდან არის და გატყუებს!
– როგორ მატყუებს, იმ დღეს, სკოლაში რომ მერხიდან ჩამოვვარდი, მუხლები მეტკინა, შემრცხვა, ცრემლები ჩავყლაპე და მთელი ღამე მუხლების მაგივრად, მუცელი მტკიოდა. ეს შენ ხარ ცრუპენტელა! – გაცხარდა პატარა თომა – ახლა აქედან მოუსვი, სანამ ჯუჯების ჯარს მოვუხმე! ცრემლები იმიტომ მაქვს, რომ უნდა ვიტირო!
ავყანყალა უკმაყოფილო აბუზღუნდა, ენა დაკეცა, ძირს დაშვებული ცხვირი გაისწორა და ავყანყალური ყანყალით წაყანყალდა.
თომა დაჯდა და ტირილი განაგრძო.
#სხვაცისამბავი
#თომასზღაპრები წიგნი მეორე