,,ხვიჩა,ვარსკვლავი სახელად ვარკვლავი” იტალიურ ენაზე გამოვიდა

14.12.2023

დღეს გამოვიდა წიგნი, რომელსაც, ზუსტად ვიცი, არ ექნება მეორე რიგის როლი იტალიელებისთვის საქართველოს გასაცნობად. ამას დიდი მედია-მხარდაჭერა და მოქალაქეების ინტერესი განაპირობებს, წინასიტყვაობის ავტორი კი, აკა მორჩილაძესთან ერთად – დიეგო მარადონა უმცროსია. საქართველოში ეს წიგნი შეიყვარა ბევრმა და უმცირესი გაღიზიანდა. მათგან კიდევ უფრო მცირე ნაწილს უკვე ვუპასუხე შესაბამისად, ხოლო მეორე, შედარებით უფრო კეთილგონიერს ახლა ვუპასუხებ. და ამით დავასრულებ თემის ამ ნაწილზე საუბარს.

 ხვიჩას შევხვდი მხოლოდ ერთხელ, როცა წარმატებული სტუდენტები წავიყვანეთ ნეაპოლში და მას მერე არც მე და და არც მას არავითარი კონტაქტი არ გვქონია, მათ შორის არც სატელეფონო. ორივე საკუთარ საქმეებს ვაკეთებდით და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. წიგნის წერისას , სხვადასხვა საინტერესო ისტორიის შეშველებით, მეხმარობდნენ ბატონი ბადრი და ქალბატონი მაკა, ხვიჩას მშობლები, რომლებიც არიან კიდეც ამ წიგნის კონსულტანტები.

 ქილიკი, რომ ამ სეზონში ხვიჩა საკუთარი თავისის აჩრდილია და წიგნი მასზე ნაადრევია – არსით არის აბსურდული და დიდწილად დიდხნიანი ჩასაფრების შემდეგ ვითომ ობიექტური შეფასება გახლავთ:

1) ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება, შარშანდელი ფორმისაგან შორს არის, მაგრამ ეს კლუბში დიდი ცვლილებების გამო უფროა და მეორეც – ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერა გულისხმობს გარდაუვალ ზიგ-ზაგს.

2) შეფასება, მით უფრო სამწერლო, კალენდალური ამბავი არ არის – ხვიჩამ იმ ერთი სეზონით უკვე ფუნდამენტური საქმე გააკეთა, ქართველ ბავშვებს მესის და რონალდუს მაისურებზე საკუთარი გადააცვა, სამშობლოში ფეხბურთისადმი ნიჰილიზმი გააუქმა (მერე სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც შეემატნენ), ხოლო ქართულ ემიგრაციაში სიამაყის ტალღამ გადაიარა. გადაიარა, მაგრამ ამ ტალღას სხვა საყრდენი სჭირდებოდა, რომელიც მე ვიგრძენი მაშინ, როცა ნეაპოლში, ქართული ბიბლიოთეკის გახსნაზე ჟურნალისტებმა მკითხეს- გვქონდა თუ არა კულტურა, რა განგვასხვავებდა რუსეთისგან და იყო თუ არა საქართველოში შესაბამისი საფეხბურთო ტრადიცია. ამ წიგნის მთავარი განზრახვა ეგ იყო – ხვიჩას ელჩობით, ფრაგმენტულად და ესკიზურად ფეხბურთელის წინაპრები, სოფელი, კუთხე, სამშობლო, ქართული ფეხბურთის ისტორია და სხვა ამბები გაეცნო. და ამას გააკეთებს კიდეც. და ხვიჩა ითამაშებს დიდ ფეხბურთს. და მასზე უკეთესი წიგნებიც დაიწერება.

 წიგნის წარდგენა ხვალ, საქართველოსთვის ალბათ ისტორიულ დღეს გაიმართება, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში – Unina Federico II

მარად თქვენი

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze