შეზღუდული შესაძლებლობები, ცხადია, რომ არსებობს. ადამიანი დასაზღვრული არსებაა იმთავითვე. შესაბამისად, შესაძლებლობა შეზღუდული გვაქვს მეც, ვანიჩკა • Vanichka – საც და ყველას: უბრალოდ, ყოფის გამოწვევა მათი გაფერმკრთალება და საზღვრის გადაწევაა. ვანიჩკამ ეს შეძლო. უნიჭიერესი ბოლნისელი ახალგაზრდა დღეს #გურულიდღიურებისფონდი – ს სტიპენდიატი გახდა. ჩვენი შესანიშნავი მეგობარი, მარინა ჩხარტიშვილი არის დამხმარე ამ საქმეში, ხოლო ვანიჩკა, გააგრძელებს მსახიობობას და მაგალითის მიცემას, მათ შორის დედის გასახარად, რომელიც დღეს იუბილარი აღმოჩნდა.