ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო ამბავი:
ზუსტად ათი წლის წინ დაიწერა და გამოიცა #გურულიდღიურები . ზუსტად ათი წლის შემდეგ, 2024 წელს გამოვა ფილმი #გურია #Guria რომლის გადაღების იდეა სწორედ დღიურების მოტივებს დაეყრდნო. მე ამ ფილმის სცენარის ავტორთაგანი და პროდიუსერი ვარ. რეჟისორი – ლევან კოღუაშვილია, რომელთანაც დღეს სცენარის ბოლო დეტალები გავიარე. გადაღებები ორშაბათს დაიწყება. სურათი არაერთი ქვეყნის კოპროდუქციაა – შვეიცარია, ჰოლანდია, თურქეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ნორვეგია გახლავთ ჩართული, ცხადია – საქართველოსთან ერთად. დიდი სურვილი გვაქვს, ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, შესაბამისი ფილმიც შემოგთავაზოთ.