საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia – მ, თათები • Tatebi – მა და ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი -მა ,,მიუსაფარი ცხოველების მფარველთა დღე” დავაწესეთ, დავაჯილდოეთ წლის გამორჩეული მფარველი ადამიანები და კომპანიები, დაიგეგმა სოფლის ბიბლიოთეკებში მიუსაფარ ცხოველთა შესახებ საინფორმაციო კუთხეების მოწყობა.
ეროვნულ ბიბლიოთეკას ერთი ძაღლი, ბიბი ჰყავს შეფარებული, მე – ორი – ცუგი და კუსა. თუმცა ხან იქით, მათთან ვეძებ თავშესაფარს – ერთმანეთის შემფარებლები უფრო გამოვდივართ. ხოლო მათ, ვინც ყალბად ამოიკვნესებს, რა დროს ძაღლებია, ადამიანები გავიწყდებათო, მინდა ვუთხრა, რომ ის, ვინც ოთხფეხებს უწვდის ხელს, არასდროს იზარებს ადამიანის დახმარებას და პირიქით – ვინც ადამიანის გასაჭირს ცნობს – ძაღლისასაც იოლად გაიგებს.