ჯადოსნური საჩუქარი!
ახლა დუშეთში ვარ. ჩემმა მეგობარმა, თამარ ბაგრატიამ მიმიყვანა საოცარი ქალის, ბელა წვერაძის ოჯახში. და აი, სრულიად უნიკალური წიგნი, 1936 წელს გამოცემული ტიციან ტაბიძის ლექსების კრებული, რომელიც ავტორმა აჩუქა ვახტანგ რაზიკაშვილს, ვაჟა-ფშაველას შვილს, ასეთი წარწერით :
,,ძვირფას ვახტანგ რაზიკაშვილს, რომელსაც ვაჟა-ფშაველას შემდეგ არცერთი პოეტი არ მოეწონება ჩვენს დროში”
ფანტასტიკური ექსპონანტია ჩვენი წიგნის მუზეუმი / The Museum of Books – ისთვის.’
ასევე უძველესი ფოტოები ციფრული ფოტომატიანე – სთვის. სრულიად უნიკალური – მათ შორის ვაჟას ქვისლის – იაგორა წვერაძის.