იალონის კონცერტი

04.05.2023
დღეს ამ მაგიური გოგოების იალონი • Ialoni ჯადოსნურ კონცერტზე ჩემი ახალი ლექსი წავიკითხე #ახალისიმღერები – დან. 10 წელზე მეტია ეს საქმე არ მიკადრებია და ამათმა მაცდუნეს. განა რამე, უბრალოდ ბავშვობაში განთქმული დეკლამატორი ვიყავი სამი პარალელური კლასის მასშტაბით და დედაჩემი ობსესიური პერფექციონიზმით მიმოწმება კითხვის დეტალებს და ყოველ გამოსვლას მკაცრი მზერით ესწრებოდა. მას მერე სულ მგონია რომ სადღაც ზის და მაკვირდება და ძველი შიშით თავს ვარიდებ – ,,ზეპირად არ ვიცი”, ,,ფურცელი სახლში დამრჩა” და სხვა ათასი ილეთია ამისთვის. დღეს ვერ გამოვიდა, მით უფრო მთხოვნელი იყო დიდებული – საოცარი ანსამბლი ფოლკლორის, საგალობლების და ქალაქური სიმღერის თანაბარი ფლობით. ვამაყობ, რომ მათი მეგობარი ვარ.