ეროვნული ბიბლიოთეკა და “მოგზაური ბიბლიოთეკა” დამეგობრდნენ

18.06.2022

,,ბათუმელების” რეპორტაჟის გმირი, ქედელი შოთა ბოლქვაძე 15 წლისაა. 10 წლის იყო, როცა მუშაობა დაიწყო – საკმაოდ მძიმე შრომა უწევდა. მერე ავად გახდა და სკოლაში ვეღარ შეძლო სიარული. შოთა მეზღვაურობაზე ოცნებობს, თუმცა მანამდე სკოლაში სწავლა უნდა განაგრძოს. მას კომპიუტერი ჩავუტანეთ, პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყეთ, სტიპენდია დავუნიშნეთ და ინგლისურსაც უფასოდ ისწავლის.