ზურაბ კიკნაძე. ოცი წლის წინ, უნივერსიტეტის აუდიტორიაში გავიცანი და მას შემდეგ ჩემი მასწავლებელია. დღეს კახეთში, ალმატში ვესტუმრე. ორი წელია იქ ცხოვრობს და ამ განრიდებაზე ვისაუბრეთ. მარტოობაში ვარჯიშზე. საუკუნეზე, რომელმაც ადამიანს საიდუმლო წაართვა და დუმილი დაავიწყა. სამყაროს მოშინაურებაზე. სოფელზე. მეზობლებზე.
ვკითხე: ადამიანი უფრო ხშირად ელაპარაკება ღმერთს თუ ღმერთი ადამიანს-მეთქი. და ღმერთიო. უბრალოდ ნიშნების გამოცნობის უნარი დავკარგეთო.
სიყვარულზეც თქვა ორი სიტყვა.
და კიდევ ბევრი რამ.
კარგი საღამო გამოდგა – რადგან ირგვლივ კახეთი იყო, ყვარელი, ფრთხილად შეყვითლებული მთები და ზურაბ კიკნაძე.
#სოფლებიდაადამიანები