შალვა ბექაური გუდამაყრელი კაცია. გუდამაყარს + ადამიანი გარდაუვლად პოეზიას უდრის და რა გასაკვირია, რომ ისიც ლექსებთან ერთად გაიზარდა. საკუთარი სამება ჰყავს: რუსთაველი, გურამიშვილი და ვაჟა. ბიძამ უკარნახა მათ შესახებ და მერე, ცხვრის მწყემსვისას ხმამაღლა იმეორებდა ავთანდილის ამბებს, ზუბოვკელ ქალს უმზერდა და სოფლის უკუღმა ტრიალს აკვირდებოდა. ერთ-ერთია იშვიათთაგან, ვინც ვეფხისტყაოსანი მთლიანად ზეპირად იცის. თანაც ეს ზედაპირული ზეპირობა როდია, ყველა სტრიქონს ფიქრს ატანს და ეს ფიქრია ახლა მისი მთავარი ფიქრი – 88 წლისაა და უკვე იოლად და შენობით ელაპარაკება შოთას. გუშინ ვესტუმრე და დავმეგობრდით. წინ დიდი გეგმებიც გვაქვს.
#სოფლებიდაადამიანები