#განათლებისთვის

16.09.2021
თიანეთის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქეთი ხარანაულმა ერთი გოგონას, ასმათ ხახიაშვილის შესახებ გვიამბო. ასმათი მთაში, სოფელ ჟებოტაში ცხოვრობს დედასთან ერთად, გამორჩეული მოსწავლეა, მაგრამ დისტანციური მეცადინეობა უჭირს ტექნიკის და ინტერნეტის უქონლობის გამო. ასმათს ჩვენს მეგობართან, პოეტ ტარიელ ხარხელაურთან ერთად ვესტუმრეთ. მოსწავლეს უკვე აქვს წიგნები, კომპიუტერი, ინტერნეტი.
როგორც იცით, ეროვნული ბიბლიოთეკა და გალფი მოძრაობა შენმოქმედს დაუმეგობრდა – პირველ ეტაპზე 30 ოჯახში კომპიუტერებს ჩავიტანთ და 18 თვე ინტერნეტით მოვამარაგებთ.