ქვემო ჭალა-გახელაძეების ოჯახი

22.07.2021
დღეს ქვემო ჭალაში ჩავედით – ზაზა გახელაძეს და მის საოცარ ოჯახს, გათავისუფლება მივულოცეთ.
კიდევ – ანანოს და მარიამს დაპირებული ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ეს გოგონები მაისიდან ჩვენი ფონდის სტიპენდიატები არიან. დღეს გადავწყვიტეთ და მათ სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ. განათლებით დავძლევთ ოკუპაციას.
მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი