ამასწინ, თიანეთის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქეთი ხარანაულმა ერთი გოგონას, ასმათ ხახიაშვილის შესახებ მიამბო. ასმათი მთაში, სოფელ ჟებოტაში ცხოვრობს დედასთან ერთად, გამორჩეული მოსწავლეა, მაგრამ დისტანციური მეცადინეობა უჭირს ტექნიკის და ინტერნეტის უქონლობის გამო. დღეს ასმათს ჩვენს მეგობართან, პოეტ ტარიელ ხარხელაურთან ერთად ვესტუმრეთ. გოგონას უკვე აქვს წიგნები, კომპიუტერი, ინტერნეტი.