ძვირფასო მეგობრებო, დღეს, კიდევ ოთხი სოფელი – კუმურდო, მოდეგამი, ხავეთი, მიასნიკიანი – მოვიარეთ. ეს ამ დიდი და უმნიშვნელოვანესი პროექტის ერთგვარი ფინალური გასვლა გამოდგა; სულ ახალქალაქის 63 სოფლის სკოლაში მოვაწყვეთ პატარა ქართული ბიბლიოთეკა. ეს იყო ერთ წლიანი საოცარი მოგზაურობები თვეში ერთხელ – ულამაზეს ადგილებში და შესანიშნავ ადამიანებთან. დიდი მადლობა მოსწავლეებს და მასწავლებლებს, დიდი მადლობა ლაგის წევრ სერგეი ხაჩატრიანს და ცხადია, ტერეზა ჩივჩიანს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ხელმძღვანელია განათლების რესურსენტრისა საქართველოში. და ბოლოს, ბუნებრივია, უდიდესი მადლობა GIPA-ს გუნდს, განსაკუთრებით, ნანა ქაშაკაშვილს და ქეთი რუხაძეს, რომლებმაც ამ რეგიონში ლაგის გამართვით დიდი სახელმწიფოებრივი საქმე გააკეთეს ჩვენს ადგილობრივ მეგობრებთან ერთად. ამ სოფლებს და ადამიანებს არაერთხელ დავუბრუნდებით.
#ეროვნულიბიბლოიოთეკა #ეკვილიბრიუმი #GIPA #ლაგი #ევროკავშირი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი