ჰოდა, დღეს ჩემთვისაც კი, გზებისთვის დაბადებული ადამიანისთვის – დიდი დღე აღმოჩნდა – მრავალკუთხედი მოვხაზე – ბაზალეთი – თბილისი – დიდი თონეთი – თბილისი – ატენი – თბილისი – ბაზალეთი. დიდ თონეთში დათია ბადალაშვილს ვესტუმრე და თონეთელები დავიმეგობრე. შესანიშნავი, მშრომელი ხალხი. მალე მათთან ვაჟა-ფშაველას დავაბრუნებთ – მის სკოლას აღვადგენთ. მერე გორში გავეშურე, ატენში. პროექტ #აგროსტოპი ს დამხმარე ელჩად წავიმუშავე. იქ ფანტასტიკური მასპინძელი დაგვხვდა ზღაპრული მარნით – სოსო ვანიშვილი. ეს ადგილი აუცილებლად უნდა ინახულოთ, იოლია – საათის სავალი და დიდი ისტორიის სოფელი ახალი ფურცლით შეგეგებათ.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
#ეკვილიბრიუმი