გილოცავთ!
და ჩვენი დამოუკიდებლობის საჩუქარი, რომელსაც დღეს 12 საათზე, სიმბოლურად გავხსნით: სრულიად განახლებული საკონფერენციო სივრცე, რომელსაც დღეიდან ,,დროშის დარბაზი” ეწოდება.
დარბაზში გამოფენილია შუა საუკუნეების ევროპული საზღვაო რუკების ბეჭდური ვერსიები. ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებზე საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიან დროშას იყენებდნენ. მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა. ასევე წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი (დროშა ეროვნულ ბიბლიოთეკას ყოფილმა დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა გადასცა), რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია. ასევე საქართველოს ადრინდელი და ევროკავშირის დროშები. სხვათა შორის, 2003 წელს, პირველად ამ დარბაზში გაიმართა სხდომა, სადაც ახალი დროშის და სახელმწიფო სიმბოლიკის მიღებაზე იმსჯელეს.
დარბაზი მალე თანამედროვე აპარატურით სულ მალე აღიჭურვება და რეგულიციების მოხსნის ამუშავდება.
#26მაისი #ეროვნულიბიბლიოთეკა #დროშისდარბაზი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze