ბიბლიოთეკა ლემშვანიერას სკოლას

05.01.2020

და დავიწყეთ 2020 :
დღეს ჩვენს ახალ პარტნიორთან, ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად გარდაბანს, აზერბაიჯანთან მდებარე ეკომიგრანტების სოფელ ლემშვანიერას სკოლას ახალი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ (ორასამდე უახლესი წიგნი)
სკოლაში ჩემთვის უხერხული წარწერა დამხვდა: ,, მეტი გიორგი კეკელიძე საქართველოს” მე კი მგონია, რომ გიორგი კეკელიძე კი არა, ჩვენს სამშობლოს აი, ასეთი ბავშვები გადაარჩენენ – განათლების წყურვილით და დიდი შემართებით.
ჩვენ კი აუცილებლად დავეხმარებით, ამ წელს კიდევ 150 სოფელს ვგეგმავთ

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი
მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი @ ლემშვანიერა