დღეს სოფელ კარბში ჩავედით. ოკუპაციის გამყოფ ხაზთან. ეს სოფელი ბევრს არ ახსოვს. არადა ამ სოფელმა თერთმეტი წლის წინ, ბევრი გაიღო. თითქმის ყოველ ოჯახში წააწყდებით გარდაცვლილი წევრის სურათს. ჰოდა, ჩავედით. ეს ბავშვები, ფოტოებზე რომ ხედავთ, ომის ნაკვალევზე იზრდებიან. ის წიგნები და ჟურნალები მოვუგროვეთ, რაც გთხოვეს და დღეს სკოლაში პატარა, თანამედროვე ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ.
ჩვენი მთავარი ფრონტის ხაზიც ეს არის – განათლება უპირველს ყოვლისა!
და ისიც გვახსოვს, რომ კრემლი ოკუპანტია. ცხადად გვახსოვს!
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #ეკვილიბრიუმი #ეროვნულიბიბლიოთეკა