ამაზე სასიამოვნო დაღლა მართლა იშვიათია – დღეს ოთხი სოფელი მოვიარეთ და ბიბლიოთეკები განვაახლეთ – ხაბუმე, ახუთი, კირცხი და მუხური. პირველ სამ სოფელში სკოლების და მუხურში ლაშა გახარიას მუზეუმში მივიტანეთ ახალი წიგნები. საღამოს რაიონის სკვერში საჯარო ლექციაც ჩავატარე. მე კი ვიცი რატომ მიყვარს ჩხოროწყულები, მაგრამ მათგან რატომ დავიმსახურე ამხელა სიყვარული – გამოუცნობია. უდიდესი მადლობა ყველას – დიდსა და პატარას. მალე დავბრუნდებით 🙂
#გიორგკეკელიძე #giorgikekelidze #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი