დიდი ხნის თხოვნას გამოვეხმაურეთ და გოგნის კარუგდებლის მონასტერს მცირე ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. სულ მგონია, რომ ყველა კუთხეში ვიყავით და მოულოდნელად ისეთი ადგილები შეგეფეთება, ხვდები – შენი ქვეყანა ხელახლა გაქვს აღმოსაჩენი.
p.s. ჩვენი მოძრაობის, #ეკვილიბრიუმი ს საქმეც კი ეს არის – მივდივართ ყველგან, სადაც წიგნები და განათლება ჭირდებათ. მალე ჭელაში, ქართველ მუსლიმებთანაც ჩავალთ და ჩვენსავე მოწყობილ ბიბლიოთეკას გავამდიდრებთ, რომელიც მახლობელ 12 სოფელს ამარაგებს
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #ეკვილიბრიუმი #ეროვნულიბიბლიოთეკა
საგანმანათლებლო მოძრაობის მხარდამჭერია კომპანია #გალფი