ოდა-ბიბლიოთეკა ზუგდიდში და წისქვილი სამკითხველოები სოფლებში

14.04.2019

გილოცავთ ქართული ენის დღეს!
ხშირად წავაწყდები ხოლმე სოციალურ ქსელში, მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან სკვერის სამკითხველოების სურათებს და დანანებით ნათქვამსაც, ნეტავ ჩვენს ქალაქებშიც იყოსო, არადა უკვე ათ ქალაქში და ათ სოფელში დავდგით ულამაზესი, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო წიგნის მცირე ბიბლიოთეკები. ყველგან იმ სივრცის კონტექსტის მიხედვით ვაკეთებთ. ოსტატი ჩვენი თანამშრომელი თენგო მოდუა. დღეს ზუგდიდში დაპირებული ოდა-ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ – წაიღეთ წიგნები და დააბრუნეთ ან იქვე წაიკითხეთ. გუშინ კიდევ, ჯერ კოკის სკოლაში ჩავიტანეთ წიგნები, მერე კი კოკის, რუხის და ზემო ეწერის წისქვილებში სამკითხველოები მოვაწყვეთ.
საერთოდ კი, მადლობა სამეგრელოს ამ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #გალფი – მოძრაობის მხარდამჭერი #ეკვილიბრიუმი #littlelibrary #ეროვნულიბიბლიოთეკა