#გიორგიკეკელიძე : დიდი საქმეები გრძელდება. დღეს ეკვილიბრიუმს ევროპული სკოლის მოსწავლეები შემოურთდნენ და მათი შეგროვებული ფულით ოკუპაციის ხაზთან მდებარე ორ სოფელს თითო–თითო კომპიუტერი და წიგნები გადავეცით. ზოგიერთი მოსწავლე თბილისდან თან გვახლდა. ერთი – სოფელი მერეთის სკოლაა, მეორე სოფელ კოშკში, უმაგრესი მოხუცი ქალის, გიული ჩალაურის სახლი, რომელმაც შინ პატარა ბიბლიოთეკა მოაწყო, რადგან სოფლის სამკითხველო დაიწვა
#ეროვნულიბიბლიოთეკა #ევროპულისკოლა #ეკვილიბრიუმი #giorgikekelidze