დღეს ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში ახალი ბიბლიოთეკა და მულტიფუნქციური სივრცე გავხსენით.
„წიგნის კლუბში“ პერიოდულად გაიმართება საჯარო ლექციები და შეხვედრები ხელოვნების, ბიზნესის, აგროსექტორის და სხვა მნიშვნელოვანი სფეროს საუკეთესო წარმომადგენლებთან. ამ სივრცეში ისარგებლებთ მაღალი სიჩქარის უსადენო ინტერნეტით. ბიბლიოთეკა აღჭურვილია კომპიუტერებით და სხვა ტექნიკით. მალე პროექტორით ფილმების ცქერაც იქნება შესაძლებელი. პროექტი კომპანია ,,კლიპარტის” მხარდაჭერით განხორციელდა
#ეროვილიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze