#გიორგიკეკელიძე : დღეს ავსტრიაში ქართული სათვისტომოს საკვირაო სკოლაში ბავშვებთა ერთად ღრმა წარსულში მიტოვებული ჰობი გავიხსენე და ერთად ვხატეთ. მათ უკეთესად, მე უარესად – ზოგი ვენაში მცხოვრები ემიგრანტების შვილები არიან, ზოგი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები და ზოგიც გალიდან ჩამოსული უნიჭიერესი ახალგაზრდები. თემა აფხაზეთი იყო. მე მივანიშნე, რომ ეს პრობლემა საბჭოთა კავშირიდან იწყება და ახლა ჩვენ ეს ყველაფერი ერთად ყოფნით და განათლებით უნდა მოვაგვაროთ. 24 აგვისტოს ქართულ ბიბლიოთეკასაც მოვუწყობთ, მერე ლექციას წავიკითხავ და ჩემი წიგნის წარდგენა გაიმართება. #giorgikekelidze