#გიორგიკეკელიძე : თბილისში მიმდინარე ვნებათაღელვის გამო, რთულია სხვა საკითხებზე საუბარი, მაგრამ მაინც გამცნობთ, რომ ჩინეთის ლიტერატორთა და გამომცემელთა მსოფლიო ფორუმზე, გუშინ საქართველო პირველად წარმოვადგინე. გარდა ქართულ ლიტერატურაზე საუბრისა, მეცვა ჩემი ,,აუცილებელი მაისური” , რომელზეც მკვეთრად აწერია, რომ ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ცხადია, ამაზე ვისაუბრე კიდეც, რაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის სიახლეც კი აღმოჩნდა. კონფერენციის შემდეგ საქართველოს საელჩოს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენელთა ორგანიზებით ჩინელ გამომცემლებს შევხვდი და ჩვენი ავტორები გავაცნი (ფოტოებს მოგვიანებით ავტვირთავთ). ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო ორივე, თუმცა, ცხადია, ჩემთვის ამ ყველაფერს ჩრდილავდა თბილისური მოვლენები. მაქვს იმედი, რომ ყველაფერს მალე მოეფინება ნათელი და ყველა დამნაშავე დაისჯება. #storydrive2018