ჰრინევსკის ჰოლი და ხელოვნების დარბაზი

20.04.2018

#გიორგიკეკელიძე : მორიგი ისტორიული ამბავი. დღეს საბოლოოდ დადასტურდა შეთანხმება, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტის სტუმრობისას მივაღწიეთ. ოღონდ დადასტურდა უფრო მასშტაბურად – ჰრინევსკის მიერ მოხატულ ჯადოსნურ ჰოლს და ასევე ფანტასტიკურ ოთახს, რომელსაც ხელოვნების დარბაზი დაერქმევა მთლიანად პოლონური მხარე აღადგენს. მუშაობა მაისში დაიწყება! პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი გვესტუმრა და გვახარა. მალე პლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს და მერე უკვე პრეზიდენტს ველოდებით #ეროვნულიბიბლიოთეკა