#გიორგიკეკელიძე : კვირის ტრადიციული შეხვედრა მოსწავლეებთან. ამჯერად 55-ე საჯარო სკოლა, ექსკურსია ბიბლიოთეკასა და წიგნის მუზეუმში, პატარა ლექციაც ჩავატარე და ბავშვებისგან საჩუქარიც მივიღე. საათი ჩემი და წიგნების თაროების გამოსახულებით. სიმბოლური ამბავია – ორივე მთავარი ამბავი ზედ არის დატანილი – ნაკლები დრო მაქვს და ბევრი წიგნი. ამ ბავშვებთან ერთად უნდა მოვასწროთ უკეთესი ბიბლიოთეკების კეთება:) #ეროვნულიბიბლიოთეკა #წიგნისმუზეუმი