ბიბლიოთეკა თივში

01.02.2018

#გიორგიეკეკლიძე: ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც აზრით ისტორიული დღე. ყვარლის რაიონში, სოფელი თივი ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობითაა დასახლებული. გამოვეხმაურეთ ეკატერინე სხილაძის ინიცატივას, რომელმაც ბიბლიოთეკისთვის გაარემონტა სივრცე და საბიბლიოკეთო ასოციაციასთან ერთად კომპიუტერი და წიგნები ჩავიტანეთ. მხარი დაგვიჭირა ყვარლის მუნიციპალიტეტმაც. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბიბლიოთეკარად, ქართულის შესანიშნავად მცოდნე ქალი, რახიმათ ზაურბეგოვა დაინიშნა #ეკვილიბრიუმი #ეროვნულიბიბლიოთეკა