წიგნის მუზეუმი გაიხსნა !

17.11.2017

#გიორგიკეკელიძე : წლების წინ, როცა ხელი მოვკიდეთ ამ საქმეს, ძნელად თუ ვინმე დაიჯერებდა და აი, ვულოცავ საქართველოს! გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს მისი წლების წინ ნაოცნებარი ახდა! წიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა, როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 1) საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად; ქართულ–იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემებები, ინკუნაბულა და სხვა. 2) ვეფხისტყაოსნის მუზეუმი – წარმოდგენილია ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე 3 ) ილია დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით 4) ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით. ჩვენი თანამშრომლების უდიდესი წიგნის მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარულ პირველ კორპუსში განთავსდა და ის დავით ბაჟუაშვილის განათლების მხარდაჭერით მოეწყო #წიგნისმუზეუმი #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი[:]