#გიორგიკეკელიძე: ჩვენ ვაგრძელებთ! ანაკლიისა და ნიქოზის შემდეგ სკვერი ბიბლიოთეკა სოფელ დიცში გავხსენით. დიციდან მოჩანს ცხინვალი, წიგნებიდან კი – ამ სირთულის მოგვარების გზა. მცირე ავადმყოფობის გამო მე ვერ ვეწვიე ამ ფანტასტიკურ ბავშვებს, მაგრამ ჩვენი გუნდი და ელჩიც – მარი ბერიანიძე იქ იყო. პროექტს კულტურის სამინისტრო აფინანსებს. მხარდამჭერები არიან: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, „ნოვა“, „ციტადელი“ , გორის მუნიციპალიტეტი #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი