დიმიტრი უზნაძის დარბაზი და ქართველი მხატვრების ნახატები

03.10.2017

#გიორგიკეკელიძე : უმაგრესი და ისტორიულზე ისტორიული ამბავი. მალე ბიბლიოთეკაში დიმიტრი უზნაძის დარბაზი გვექნება, სადაც ლადო გუდაიშვილის, დავით კაკაბიძის, უჩა ჯაფარიძის, სერგი ქობულაძის, თამარ აბაკელიას, ფარნა ლაპიაშვილის, კორნელი სანაძის ორიგინალები გამოიფინება. ეს არქივი ერასტი ვაჩნაძის არქივთან ერთად გარკვეული მოლაპარაკების შემდეგ დღეს გადმოგვეცა. გასული საუკუნის მეორე ნახევარში ერასტიმ დიმიტრი უზნაძის მოსაზრებაზე დაფუძნებით ჩაატარა ექსპერიმენტი და ამ მხატვრებმა ადამიანების ხმების მიხედვით შექმნეს მათი პორტრეტები. სწორედ ეს ნახატები დაიდებს ბინას ჩვენთან უღრმესი მადლობა ლალი ბანძელაძეს და მაია ხეჩინაშვილს! #ეროვნულიბიბლიოთეკა