#გიორგიკეკელიძე : #ეკვილიბრიუმი ს სენაკის ტური დასრულდა. ახალსოფელში და გეჯეთში ბიბლიოთეკები განვაახლეთ და უკან გზაზე აბაშაში, ამ ზღაპრულ სოფელ სუჯუნაში შევიარეთ – მხოლოდ ეს ორი მოულოდნელი შენობა, აკაკი ხოშტარიას აშენებული სასახლე და მისტიკური სინაგოგა ეყოფა აქაურობას, მსოფლიო ყურადღების ცენტრში რომ აღმოჩნდეს. თუმცა როგორც ხედავთ, ჯერ ჩვენი ყურადღებაც აკლია. იმედია, მაქვს მისი ამჟამინდელი მესვეურები ჯეროვნად მიხედავენ. თუ ჩვენგან რამე დახმარება დაჭირდათ, სიხარულით მზად ვართ