ქართული წიგნის კუთხეები ხორვატიასა და მონტენეგროში

12.06.2017

#გიორგიკეკელიძე: დღეს დიდი დღე გვქონდა. თუ რატომ, მოგვიყვებით. პოდგორიცაში, ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, თქვენი ენა რუსული გვეგონაო. ამიტომაც იყო ეს დღე დიდი და საერთოდ ჩვენი მოძრაობა #ეკვილიბრიუმი – უმნიშვნელოვანესი საქმე. დილით პოდგორიცაში ქართული წიგნი კუთხე გავხსენით და საღამოთი, უკვე ხორვატიაში ვიყავით – ამჯერად უკვე დუბროვნიკში მოვიმოქმედეთ იგივე. ეკვილიბრიუმი ქართული კულტურის ელჩად ყალიბდება, ჩვენ გვაქვს ამ მოძრაობის მასშტაბურობის ამბიცია და ვფიქრობთ, შესაძლებლობაც