ეკვილიბრიუმი ზანავში

06.05.2017

#გიორგიკეკელიძე: დღეს #ეკვილიბრიუმი სთვის და არა მარტო ამ მოძრაობისთვის ისტორიული დღეა – ადიგენის მუნიციპალიტეტის მულტიეთნიკურ სოფელ ზანავში. ამერიკის ელჩის მეუღლე ფრანჩესკა კელისა და იაპონიის ელჩის მეუღლე ჰარეუ კაიტანისთან, ასევე მსოფლიო ქალთა ასოციაციასთან ერთად სპორტულ-კულტურულ ცენტრში ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით. დღის გმირი კი ნამდვილად მინდია შანაიძეა, ამ ადამიანმა მეგობრების დამხარებით მოახერხა ამ ცენტრის აშენება. სწორედ ასეთი ადამიანები ამაგრებენ ჩვენს ქვეყანას – ეს არის ნამდვილი პატრიოტიზიმი