გამარჯობა მეგობრებო. ამ ფოტო-წერილს გიორგის დედისა და საჩხერის დღის ცენტრის თანამშრომლების თანხმობითა და მეტიც – სურვილით ვაქვეყნებ. ეს ბიჭი დღეს გავიცანი. მისი სამედიცინო დიაგნოზი-საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენა, ქცევის ემოციური აშლილობებია. გიორგი საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის დღის ცენტრის ბენეფიციარი და ამ პროზაული დაჩემთვის არაფრსიმთქმელი დიაგნოზის მიუხედავად, ბევრ უდიაგნოზოზე ჭკვიანი და სწავლისმოყვარულია. სულ კითხულობს და ფანტასტიკური უნარები აქვს: იცის ყველა ქვეყნის დედაქალაქი.,ფართობით და ღირშესანიშნაობებით. უამრავი ლექსი, ცხოველები მათი წონის მიხედვით.პერიოდული სისტემის ასათი ქიმიური ელემენტის სახელწოდება.უყვარს სპორტი.ფეხბურთი და გულშემატკივრობს მადრიდის რეალს. ზღვების, ოკეანეების,მდინარეების სიდიდეს უცებ გეტყვით. თქვენ წარმოიდგინეთ იმისაც – რამდენი დღის ხართ. გიორგი ქველაძე დედასთან და დასთან ერთად საჩხერეში, ნაქირავებ ბინაში ცხოვორბს. უნდა რომ ჰქონდეს კომპიუტერი და ბევრი წიგნი. ჰოდა, გიორგი დღეიდან გურული დღიურების ფონდის პირველი სტიპენდიატი იქნება იმერეთიდან. თვეში ას ლარს მიიღებს. და ექნება კომპიუტერიც და წიგნებიც და კიდევ ყველაფერი – რის შემოწირვასაც თქვენ გადაწყვეტთ
#მომავლისთვის #გურულიდღიურები
p.s. ჩვენი ფონდი მომავლისთვისაა. აი, ანგარიშის ნომრები
� თიბისი ბანკი: GE21TB7902136080100007
� საქართველოს ბანკი: GEO3BG0000000166642100